რუსთავში ,XXI მიკრო რაიონის #8 საცხოვრებელ კორპუსთან უკვე რამდენიმე დღეა საკანალიზაციო ჭიდან წყალი ამოდის , როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ყვებიან საკანალიზაციო ქსელი დაზიანებულია , რის გამოც ჭები ხშირად იჭედება და წყალი კორპუსის ეზოში ამოდის . როგორც „რუსთავის წყალში “ ქრონიკას განუცხადეს დაზიანების შესახებ შეტყობინება ცხელ ხაზზე დღეს დილით 11 საათისთვის შევიდა ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან „რუსთავის წყლის „წარმომადგენლები და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ .