ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

“მითხრეს, რომ დაკავებული არა ვარ, ვიყავი გამოკითხვაზე ჩაატარეს ჩემი ჩხრეკა. არაფერი არ მქონდა, რაც მქონდა დავარიგე. შემდეგ იყო გამოკითხვა საკმაოდ ვრცელი.სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.ამ სისხლის სამარლის საქმის ფარგლებში გამომკითხეს დეტალურად, ფესტივალთან დაკავშირებით.როგორ დავაორგანიზე, რას ვაპირებდი, ჯოინთი რას ნიშნავს და ასე შემდეგ. ბოლოს მითხრეს, რომ სისხლის სამარლის საქმე აღძრულია და დამთავრდა ამით”-განაცხადა გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.