კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს გორში. მამაკაცს დაზიანებები სავარაუდოდ ბასრი საგნით მიაყენეს.
დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.