ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა

ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი – „ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.
მათი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.