პოლიეთილენის პარკების რეალიზაციის ნაწილში სამართალდარღვევებს რუსთავის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს. საკითხი დღეს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს. ცვლილებების თანახმად, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურს დაევალა კანონით დადგენილი წესით, კანონის დამრღვევის მიმართ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომების გამოიყენოს და საჭიროების შემთხვევაში ჯარიმები აამოქმედოს. როგორც ცნობილია, სახელმწიფომ პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე რიგი რეგულაციები შეიმუშავა, რომელიც პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად.
მთავარი ყველა საზოგადოება პოლიეთილენის პარკების სამართალდარღვევებს რუსთავის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს