რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა

რუსთაველის ქუჩაზე ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა.შემთხვევა თელავში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.