“რუსთავი მწამებელთა წინააღმდეგ” აქცია მიმდინარეობს (+ფოტო)

“რუსთავი მწამებელთა წინააღმდეგ”, “მწამებელთა მთავრობა” ამ ლოზუნგებით რუსთავის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები გუშინ გავრცელებული ფარულ ჩანაწერებს ეხმიანებიან. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ სათანადოდ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ. მათ დღეს კიდე ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უარი უთხრან მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს და არჩევანი ოპოზიციონერ კანდიდატებზე გააკეთონ. მსგავსი აქციები ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც ტარდება.