რუსთავის განათლების სისტემა მორიგ სკანდალში ეხვევა

რუსთავის საგანმანათლებლო სისტემა მორიგ სკანდალში ეხვევა. სკოლაში 90-იანი წლები და შევარდნაძის დრო ბრუნდება -აცხადებს მშობელი და მე-18 საჯარო სკოლის ადმინისტრაციისგან პასუხს ითხოვს, თუ რატომ ავალდებულებენ პედაგოგები მშობლებს საკლასო ოთახების მოსაწესრიგებლად ფული შეაგროვონ. მე-18 სკოლის მეორე კლასის მოსწავლის მშობელი ამბობს, რომ კლასის დამრიგებელმა მშობლებს 15 ლარის შეგროვება მოსთხოვა, რათა კლასში კარები შეცვლილიყო. მშობლებმა თანხა ხელოსნის მომსახურებისთვის ააგროვეს. მშობლის განცხადებით, მსგავს ფაქტებს სკოლაში ხშირად აქვს ადგილი. ფაქტს, რომ მეორე კლასში კარები შეიცვალა ადასტურებს სკოლის დირექტორი, თუმცა ამბობს, რომ ეს მშობლების სურვილით მოხდა და აღნიშნულში დარღვევას ვერ ხედავს. პარალელურად დირექტორი აცხადებ, რომ ფაქტს დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის.

დამატებითი დეტალების სანახავად ნახეთ ვიდეო: