ცენტრალური, საოლქო და საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავშიც ხელი ყველა დონის საარჩევნო ადმინსიტრაციაში მოეწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, კანონის პატივიცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი–ეს არის ძირითადი პუნქტები, რომლებზეც კომისიის წევრები თანხმდებიან. კოდექსის თანახმად,საარჩევნო კომიის წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანამიმდევრული განხორციელება. ფუნქციების შესრულებისას უზრუნველყონ საარჩევნო სუბიქტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირების თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა. კოდექსი არჩევნების დემორკატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩველთა მხრიდან ნდობის მაღალი სტანდარტის მიზნით შემუშავდა. პირველად მსგავს დოკუმენტს 2010 წელს მოეწერა ხელი.