საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება ,რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის პროცესისთვისთვის მზადებას განაგრძობს , ამ ეტაპზე მიმდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ბიულეტინებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემა . #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , გაგა აფციაურის თქმით ,რუსთაველ ამომრჩეველს 84 ძირითადი და 3 დამატებითი უბანი მოემსახურება , ყველა მათგანი სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით . რუსთავში სულ 105 027 ამომრჩევეველი ფიქსირდება .
ამომრჩევლები ხმის მიცემას ხვალ დილის რვა საათიდან შეძლებენ .