რუსთავის საკრებულოში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა ჩიქოვანის მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.ფრაქციაში აცხადებენ, რომ ჩიქოვანმა დროული ნაბიჯი გადადგა. კითხვაზე ქმნის თუ არა, უხერხულობას მისი დაბრუნება გუნდში, საიდანაც ის ორი წლის წინ წავიდა, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი გურამ ლაცაბიძე პასუხობს, რომ ახლა პირადი ინტერესები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და მმართველი პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდეს.