ქვემო ქართლის გუბერნატორი წალკაში მოსახლეობას ხვდება

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრ, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ოქრიაშვილთან და წალკის მერთან ერთად დღეს წალკის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში -დარაკოვში, სამებასა და კოხტაში იმყოფებოდა.
გუბერნატორმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სოფელ დარაკოვში მოსახლეობის მთავარ პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწების რეგისტრაცია წარმოადგენს. სოფელ სამებაში კი მოსახლეობის ნაწილს უკვე წლებია სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივებს არც ბუნებრივი აირი აქვთ. მოსახლეობის თქმით, ზამთარში მათ შეშის ღუმელებით გათბობა უწევთ, სამერქნე მასალის ვაუჩერები კი დროულად არ მიეწოდებათ რაც პრობლემას ქმნის. 
შოთა რეხვიაშვილის თქმით, ის  მოსახლეობას პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართავს, რათა საკითხების დროული გადაჭრა მოხდეს. 
დღესვე გუბერნატორი და პარლამენტის დეპუტატი მოსახლეობას  დმანისის სოფლებშიც შეხვდებიან.