ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახათ. მძღოლი შემთხვევის ადგილოდან მიიმალა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.