არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე ცესკოს თავმჯდომარე ივანიშვილს ხვდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ბიძინა ივანიშვილის ხვდება. მოლაპარაკლებები არჩევნების თარიღზე შუშის სასახლეში მიმდინარეობს – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო 2020 ნიუსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჟვანიასა და ივანიშვილს შორის არაფორმალური შეხვედრა დღეს დილიდან ორჯერ გადაიდო.

არჩევნების თარიღი კი საარჩევნო კომისია დღის პირველ საათზე უნდა გამოეცხადებინა თუმცა, სხდომა საღამოს შვიდ საათამდე გარუკვეველი მიზეზით გადაიდო.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნები შუაკვირაში დანიშნოს.

როგორც “2020NEWS” წერს მათ წყარომ განუცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარის ,,ქართული ოცნების“ ლიდერთან შეხვედრა დილით 9:00 საათზე იყო დაგეგმილი თუმცა იგი მოულოდნელად, 12:00 საათვისათვის გადაიდო. როგორც სააგენტო წერს , სოლოლაკში შეხვედრას ჟვანიას გარდა, კიდევ 3 პირი ესწრება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ იმყოფება ივანიშვილთან შეხვედრაზე თამარ ჟვანიასთან ერთად.

სააგენტოს ინფორმაციით, ცესკოში არჩევნების თარიღის დანიშვნის თემამ განხეთქილება გამოიწვია. კონკრეტულად კი – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით, კომისიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ცესკოში არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციების “ეშინიათ”.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომის გადადების ოფიციალურ მიზეზს – ის სხდომის დღის წესრიგში ერთი საკითხის დამატების საკითხს უკავშირებს.