გამწვანების აქცია– რუსთავის შემოსასვლელში 700 ნერგი დაირგო (+ფოტოები)

რუსთავის შემოსასვლელში მასშტაბური გამწვანების აქცია ჩატარდა.

 

პარლამენტის წევრის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთავის შემოსასვლელის განახლების  პროექტის ფარგლებში , ტერიტორიაზე  ხის 700 ნერგი დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა  მხარისა და ადგილობრივი მთავრობის პირველმა პირებმაც მიიღეს.

აქცია დღს დილის ცხრა საათიდან დაიწყო  და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

იდეის განხციელებამდე დეპუტატმა, პროექტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა ,სადაც რუსთაველები პროექტის განხორციელებმადე საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს აფიქსირებენ. დეპუტატმა  რუსთავის მერიას პროექტის 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინების წინადადებით უკვე მიმართა.