ე.წ “სტამბოლის ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან შეკრებილები არიან დაზარალებულები. ისინი კომპენსაციებს და ბაზრის ტერიროტიის მოწესრიგებას ითხოვენ. მათივე თქმით, ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ, ტერიტორიაზე შესვლას, რადგან პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევვს.
გუშინ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დამწვარი ე.წ ახალი ბაზარი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა.
მოვაჭრეების თქმით, მათ სავაჭრო ობიექტები კრედიტებითა და ვალებით ჰქონდათ გახსნილი და ადგილზე ყველაფერი განადგურებულია.
დამწვარი ბაზრის მიმდებარე პერიმეტრი კვლავ სამართალდამცველებს აქვთ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული და ადგილზე შესაბამისი სამსახურების გარდა სხვა პირების დაშვება არ ხდება. ტერიტორიაზე ამ დრომდე ექსპერტ კრიმინინალისტები მუშაობენ.
ხანძარი გუშინ ღამით დაახლოებით 01:30 გაჩნდა, ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. მოვაჭრეების ვერსიით, ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს. კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით კი ბაზრის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს.
შემთხვევის შედეად მსუბუქად დაშავდა დარაჯი, რომელსაც მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა.