ლომოურის ქუჩაზე დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით ხანძრის მიზეზი ელექტრობა გახდა. დამწვარია მრიცხველები და ელექტროსადენები. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი იყო გამოძახებული. კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება იყო. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.