60 წლამდე მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა მესხიშვილის პირველ გასასვლელში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.სამაშველო ეკიპაჟები მეზობლებმა იმ მიზეზით გამოძახეს,რომ მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა და მას ელემენტარული საარსებო პირობები არ ჰქონდა. მათ შორის არც სასმელი წყალი,რომელსაც გარდავლილი ეზოდან ეზიდებოდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მაშველები ბინაში კიბის საშუალებით შევიდნენ. როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლი დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.