მამუკა ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ დღეს რუსთაველები სწორ არჩევანს გააკეთებენ

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა მამუკა ჩიქოვანმა საკუთარი კონსტიტუციური უფლებით დღის 1:00 საათზე ისარგებლა. პარლამენტის დეპუტატი საარჩევნო უბანზე   ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის მომავალს და ცვლილებებს მისცა. მამუკა ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ დღეს რუსთაველები სწორ არჩევანს გააკეთებენ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც კობახიძემ  რუსთავში ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ უბნებზე ორმაგი მარკირებით შესვლის მცდელობასთან დაკავშირებით გააკეთა, ჩიქოვანი არაადექვატურს უწოდებს  და ამბობს, რომ  მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ყველანაირ ზღვარს სცდება.