მეექვსე მიკრორაიონში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული კორპუსის ეზოში არსებული სკვერი. ერთ–ერთი ვერსიით სკვერში ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ეგრეთ წოდებული სტარტოვკა იარაღიდან გაისროლეს.
სავარაუდოდო დაპირისპირება არასრულწლოვნებსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა .
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც იქნა გამოძახებული, თუმცა ექიმებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს