რუსთავის დეპუტატმა პარლამენტში, გიორგი ბეგაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა. რუსთავის დეპუტატმა პარლამენტში, საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ხმა რუსთავის #64 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. გიორგი ბეგაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე ვაჟებთან ერთად მივიდა. მაჟორიტარი დეპუტატის თქმით,მან ხმა მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს მისცა. გიორგი ბეგაძის თქმით, მნიშვნელოვანია,რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდობიან რეჟიმში ჩატარდეს.