საზარელი შემთხვევა – მამაკაცმა, რომელსაც მოეჩვენა, რომ მის შვილს იტაცებდნენ დედა დაჭრა, ცოლი სცემა და შვილი გაიტაცა

გორში ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა დედა დაჭრა, ცოლი სცემა და მცირეწლოვანი საკუთარი შვილი გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცს ეჩვენებოდა რომ ბავშვს სტაცებდნენ.

პოლიციამ ბავშვის გადარჩენა შეძლო ხოლო მამაკაცი დააპატიმრა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიჭამა თითები.

მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი გადაყვანა “გორმედის” კლინიკურ საავადმყოფოში გახდა საჭირო. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.