დღეიდან საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, 24 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ნოემბერს, შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.