საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 17 ნოემბერს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალმთიან ზონაში კი ძლიერი თოვა და ქარბუქი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 10-15 გრადუსს ვარაუდობენ. თბილისში ხვალ 12 გრადუსია მოსალოდნელი, ამასთან, სინოპტიკოსები დედაქალაქში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარს ელოდებიან.
18 ნოემბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, შეწყდება წვიმა, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.