ავლაბარში, მეტეხის ქ. #14-ში წუხელ, გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების განცხადებით, სახლი წლებია ავარიულია და ინვესტორს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. შენობაში, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, 31 ოჯახი ცხოვრობს.
მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ და ვითარებას სწავლობენ.