” ცეცხლი განგებ არის გაჩენილი” -რას ჰყვებიან მოვაჭრეები

 

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეების თქმით, ბაზარში დაახლოებით 80-ზე მეტი მოვაჭრე მუშაობდა. სავაჭრო ტერიტორია მთლიანად დაიწვა და როგორც ისინკ აცხადებენ, მათი საქონელი მთლიანად დამწვარია. შემთხვევის დროს ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა. 

ბაზრობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ დარაჯმა დაინახა, როგორ შეაგდეს უცხო პირებმა რაღაც ნივთი ავტომობილიდან, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

მათივე თქმით, ეს ინფორმაცია მათ დარაჯის მეუღლემ მიაწოდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე არის ვიდეოკამერებიც.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში“ ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა. 

ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა