ცეცხლი სავარაუდოდ გუდრონის დნობის დროს გაჩნდა (+ფოტო)

ხანძარი გაჩიანში, ერთ–ერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სავარაუდოდ საწარმოს მიმდებარედ გუდრონს წვავდნენ,  რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა.არსებული ინფორმაციით, ადგილი აქვს გარემოს დაბინძურების ფაქტსაც. ადგილზე მისული ჩვენი გადამღები ჯგუფის წევრების მიმართ საწარმოს თანამშრომლები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. tv4–ის ჟურნალისტებმა  საპატრულო პოლიცია და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გამოიძახეს. როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა Tv4-ს განუცხადეს, საწარმო მსგავს ფაქტზე ერთხელ უკვე დაჯარიმდა. თავად საწარმოში დასაქმებულები ამბობენ, რომ ცეცხლი ტერიტორიაზე დასუფთავებითი სამუშაოებისას,ერთ–ერთი მილის გადაჭრის დროს გაჩნდა და უარყოფენ ფაქტს,რომ ადგილზე წარმოება მიმდინარეობდა.  გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარზე ინსპექტირების ოქმი შეადგინეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ რა სახის ფულადი სანქცია დაეკისრებათ ობიექტის მფლობელებს.