რუსთავში კონსტიტუციის ქუჩაზე მცხოვრები ხუთშვილიან ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურავი გადაუხურეს. არსებული პრობლემების შესახებ tv-4 მრავალშვილიანმა დედამ აცნობა , რის შემდეგაც სახლში არსებულ პრობლემებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ გოგობერიშვილი გაეცნო და ოჯახისთვის ალტერნატიული დახმარების საშუალებები გამონახა , გადახურა დაზიანებული სახურავი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შეშით მოამარაგა.
შეგახსენებთ საცხოვრებელ სახლში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, ჭერიდან და კედლებიდან ბათქაში იყრებოდა და მძიმე სოციალური ფონის გამო სახურავის გადახურვას საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებდა .