ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ქუჩაში მდგომ მამაკაცს „ოპელის” მარკის ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.