ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი მათგანიდან მძღოლის გამოსაყვანად მანქანის სპეციალური ხელსაწყოებით გაჭრა გახდა საჭირო.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა, წინასწარი ინფორმაციით, საშუალო სიმძიმისაა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 276-ე მუხლით დაიწყო.