აზოტმა მუშებთან დავა სააპელაციო სასამრთლოშიც წააგო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ აზოტის მუშების საქმეზე პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული 56 თანამშრომელი, სამსახურში აღდგება. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა. შესაბამისად კომპანიამ აზოტიდან გათავისუფლებული 350 მუშიდან, 56-ს,რომლებმაც ბრძოლა გააგრძელეს, უნდა გადაუხადოს ამ დროის პერიოდის ანაზღაურება. როგორც საქართველოს პროფკავშირებში აცხადებენ, სავარაუდოდ კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციას გაასაჩივრებს. პროცესი დაახლოებით ათი წუთის წინ დასრულდა. შეგახსენებთ გათავისუფლებული 350 თანამშრომლიდან, პროფკავშირებთან ერთად სასამართლოში ბრძოლა 56 გააგრძელა.