ნოემბრის დასაწყისიდან რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 20 ფილიალში გათბობა ჩაირთო , გამონაკლისია #40 საბავშვო ბაგა-ბაღი სადაც ცენტრალური გათბობის ქვაბია დაზიანებული და ქვაბის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ფილიალში ამ დროისთვის ლოკალური გამათბობლებია განთავსებული და თავისუფალი დასწრებაა. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა ქრონიკას განუცხადა ყველა ფილიალში გამათბობლების ტექნიკური გამართულობა უკვე შეამოწმეს და თითოეული მათგანი გამართულად ფუნქციონირებს.