არჩევნების მეორე ტურისთვის ბოლნისში მზადება დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის #23 საოლქო საარჩევნო კომისია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება . ბოლნისის ოლქში 62 საუბნო საარჩევნო კომისიაა გახსნილი, სადაც საარჩევნო პროცედურებისთვის მზადება უკვე დაწყებულია  და ყველა უბანი გახსნილია. მოსამზადებელ პერიოდში კომისიის წევრები კენჭისყრის პროცედურების შესახებ  კიდევ ერთხელ გაივლიან გადამზადების კურსს და მათ  ტრენინგები ორ ეტაპად ჩაუტარდებათ .

ამ დროის მონაცემებით #23 საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების ჩასატარებლად 14 526 ლარი აქვს გამოყოფილი. 

ბოლნისის  მუნიციპალიტეტში 56 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.