სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის დამონტაჟების შედეგად, ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსაზღვრა. 24 საათიანი მონაცემების თანახმად, ყველა განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა დადგენილი სტანდარტების ფარგლებში დაფიქსირდა. სადგური ჰაერს რვა პარამეტრის მიხედვით უწევს მონიტორინგს,მათ შორის აზოტისა და გოგირდის დიოქსიდები,ნახშირჟანგი,ოზონი,მყარი ნაწილაკები.
სააგენტოს ინფორმაციით რუსთავში მსგავსი ჯიხური უახლოეს დროში დამონტაჟდება ,საუბარია სავარაუდოდ დეკემბრის თვეზე,რის შემდეგაც ჰაერის მონიტორინგი სისტემატურ რეჟიმში მოხდება.