აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების მეთოდოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ისაუბრა.
„გადავწყვიტეთ, რომ ტრადიციული მეთოდოლოგიისთვის მიგვენიჭებინა ძეგლის სტატუსი, რათა შენარჩუნებული იყოს. გვინდა, რომ ამით ხელი შევუწყოთ ამ მეთოდის განვითარებას და პოპულარიზაციას მომავალ თაობებში“, – განაცხადა ანთიძემ.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს დამბალი ხაჭოს დამზადების მეთოდსაც იგივე სტატუსი მიანიჭა, რის შემდეგაც, ანთიძის თქმით, დამბალ ხაჭოზე მოთხოვნა ქართულ პროდუქტებს შორის გაზრდილია.