ბაღდათში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები დღეს დილიდანვე განახლდა. ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ამასთან, მეხანძრე-მაშველები ვარაოდობენ, რომ ცეხლის ლოკალიზება დღეს მოხერხდება.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.