ბილიარდში ტურნირების სერია დასრულდა. დღეს ფინალურ ტურში ერთმანეთს დიმიტრი მეტრეველი და კონსტანტინე ხიდაშელი შეეჯიბრნენ. ფინალური ეტაპი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება კონსტანტინე ხიდაშელმა მოიპოვა. მეორე ადგილზე დიმიტრი მეტრეველი გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი გიორგი ხომასურიძე გახდა.
ტურნირი ორ ეტაპად მიმდინარეობდა. გუშინ შეჯიბრება თავისუფალი პირამიდის სტილში მიმდინარეობდა, დღეს კი მონაწილეები ე.წ “ცხრიანის” სტილში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ბილიარდის ტურნირებს ორგანიზება სამოქალაქო პლატფორმამ “საზოგადოება რუსთაველები” გაუწია. გამარჯვებულებს საჩუქრები “საზოგადოება რუსთაველების” დამფუძნებლებმა გადასცეს.
ტურნირი ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად .