ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დოკუმენტს სამოქალაქო სექტორი ეცნობა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები მოსახლეობას რუსთავის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარუდგინა. მოსახლეობას ძირითადი შენიშვნები სოციალური პროგრამების დაფინანსების კუთხით აქვთ. ხვალ უკვე ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვები დაიწყება, რის შემდეგაც პროექტი საკრებულოს სხდომაზე გავა. იმ შემთხვევაში თუკი საკრებულო დოკუმენტს დაახარვეზებს, წარმომადგენლობითმა ორგანომ კანონმდებლობის შესაბამისად პროექტი მერიას 25 ნოემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსულობების ხარჯზე 41 მილიონ 24 ათას ლარს შეადგენს. ძირითად პრიორიტეტებად კვლავ სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები რჩება. სავარაუდოდ ბიუჯეტი სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე დაახლოებით რვა მილიონი ლარით კიდევ გაიზრდება. ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცება დეკემბერში მოხდება.