ბოლნისის რაიონში, კერძოდ სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხედარი გუშინ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილს თვალები აქვს დათხრილი, თუმცა ამ ფაქტს უწყებაში არ ადასტურებენ. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.