ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქვეწარმავლი დაიჭირეს. გაუვნებელყოფის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ქვეშში ერთ-ერთმა მოსახლემ მშენებარე სახლის საძირკველში ქვეწარმავალი შეამჩნია.
ქვეწარმავლის დაჭერა გაუვნებელყოფის სამსახურის უფროსი დავით ბუიშვილი ქვეწარმავლის აღმოჩენას ადასტურებს.
-შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გავედი აღნიშნულ მისამართზე, სადაც ნამდვილად აღმოჩენილი იქნა „წითელ მუცელა“ მცურავი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდო. წელიწადის ნებისმიერ დროს, თუნდაც ზამთარში, როდესაც ფიქსირდება მზიანი და თბილი დღეები ქვეწარმავალი გამოდის გასათბობად და მას შეიძლება ნებისმიერ ადგილას წავაწყდეთ”-აცხადებს დავით ბუიშვილი