რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნის შემდეგ სარალიძემ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.
“ვერაფერს ვერ გეტყვით რატომ არის გადმოტანილი რუსთავში და რატომ იძიებს რუსთავის საოლქო პროკურატურა ამ საქმეს,ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ყველა პროკურორი არის ჩემთვის იგივე ფხაკაძე იგივე გუგუშვილი იგივე შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა. არ ვიცი დანარჩენი პროკურორს ჰკითხეთ თავად საქმის დეტალებთან. ბრალი რაც მაქვს წაყენებული არ ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი ფორმულირება არის ბრალის შიგნით ჩაწერილი.საქმის დეტალებში არ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ დაკითხულიც არ ვარ თავს შევიკავებ. “-ახადებს სარალიძე
ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 დეკემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა. ბრალდების მხარე დღეს სარალიძისთვის აღმკვეთი ღონისძიება არ მოუთხოვია. პროკურატურამ სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა დააკმაყოფილა.