ბუნებრივი აირით რუსთავში დედა-შვილი მოიწამლა

ბუნებრივი აირით მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა რუსთავში.

ამჯერად ბუნებრივი აირით დედა-შვილი მოიწამლა. შემთხვევა 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე მოხდა.
დედამ მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო და სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. რაც შეეხება 9 წლის ბიჭს ის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.