ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის გამო, ორი მოზარდი კლინიკაში მოათავსეს

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა

რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ორი მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. წუხელ, მე-19 მიკრორაიონიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვთა საავადმყოფოში ერთი მოზარდი გადაიყვანა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღეს ოჯახის ორმა წევრმა და სამმა მცირეწლოვანმა, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.

გუშინ გვიან ღამით, ბავშვთა საავადმყოფოში კიდევ 7 წლის ბიჭი ინტოქსიკაციის ნიშნებით მე-20 მიკრორაიონიდან შეიყვანეს.

როგორც ბავშვთა საავადმყოფოში TV-ს განუცხადეს, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლში გაჟონვის სავარაუდო მიზეზად, გამათბობელი სახელდება.

ორივე მოზარდი სახლში უკვე გაეწერა.