მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა. ბეგაზემ ფეისბუქზე ვიდეო რგოლი განათავსა, რომელშიც რუსთავის შემოსასვლელის გრაფიკული ვერსიაა ნაჩვენები.

“მე ვფიქრობ, რუსთავის შემოსასვლელს განსაკუთრებული იერსახე უნდა ჰქონდეს.
კიდევ ერთი იდეა, რომელიც მინდა განვახორციელოთ. წარმოგიდგენთ ჩემს ხედვას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადგილი, საიდანაც ჩვენი ქალაქი იწყება.
მინდა, გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და იდეები, რომ რუსთაველებმა ერთად გადავწყვიტოთ ,თუ როგორი პროექტი წარვადგინო განსახორციელებლად.”- წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი.