გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.
მომხდარზე რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძლადობას გულისხმობს.
ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც თვითმხილველების გამოკითხვა ხდება.