გარდაბანში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სცემეს

გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

მომხდარზე რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძლადობას გულისხმობს.

ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც თვითმხილველების გამოკითხვა ხდება.