რომან ფიფია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
ბიზნესმენი რომან ფიფია ოფიციალურ განცხადებას არვცელებს, სადაც რუსთავის აზოტის უცხოელ ინვესტორებზე გასხვისებაზე საუბრობს. ფიფიას თქმით, რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოს ასევე ლუქსემბურგის და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციებში რუსული კომპანია სისტემას და საქართველოს ბანკის დამფუძნებლის ბიჯეო ჯგუფის წინააღმდეგ. დავის საგანია საქართველოს ბანკის ინიციატივით უკანონოდ გასხვისებული რუსთავის აზოტის ქარხნის აქტივები,რომელიც დაისაკუთრა საეჭვო წარმომავლობის კომპანია შპს ეუ ინვესტმენტმა, რომელმაც 2016 წელს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფინანსირება მიიღო ბიჯეო ჯგუფისგან. დღევანდელი მდგომარეობის არცერთ იურისდიქციაში დავები არ არის დასრულებული და ამ ვითარებაში ვრცელდება ინფორმაცია,რომ აქტიურად მიმდინარეობს უცხოურ ინვესტორზე რუსთავის აზოტის აქტივების გასხვისების პროცესი.
TV4- რომან ფიფიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოს ასევე ლუქსემბურგის და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციებში რუსული კომპანია სისტემას და ს.ს. საქართველოს ბანკის დამფუძნებლის ბი-ჯე-ო ჯგუფის წინააღმდეგ. დავის საგანია ს.ს. საქართველოს ბანკის ინიციატივით უკანონოდ გასხვისებული რუსთვის აზოტის ქარხნის აქტივები, რომელიც დაისაკუთრა საეჭვო წარმომავლობის კომპანია შპს ეუ ინვესტმენტმა, რომელმაც 2016 წელს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფინანსირება მიიღო ბი-ჯე-ო ჯგუფისაგან (ამჟამად წოდებული ჯორჯია კაპიტალი).
დღევანდელი მდგომარეობით, არცერთ იურისდიქციაში დავები არ არის დასრულებული და ამ ვითარებაში ვრცელდება ინფორმაცია რომ აქტიურად მიმდინარეობს უცხოურ ინვესტორზე რუსთავის აზოტის აქტივების გასხვისების პროცესი.
შესაბამისად, როდესაც მიმდინარეობს დავები 3 ქვეყნის სასამართლოებში, ამგვარი ინვესტორი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ნებისმიერი გასხვისება დავების დასრულებამდე ჩაითვლება ქონების გადამალვად და დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
Tv-4 საკითხთან დაკავშრებით, აზოტის ქარხნის დირექტორის მოადგილეს ლევან ბურდილაძეს დაუკავშირდა. როგორც ბურდილაძემ განაცხადა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დირექტორის მოადგილემ ამის შესახებ ჩვენგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიტყო. ბურდილაძე ფიფიას მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ადასტურებს.