სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,რუსთავში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება იზრდება. წყაროს ინფორმაციით, მგზავრი 50 თეთრის ნაცვლად 80 თეთრს გადაიხდის. Tv4 საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვის და კონტროლის განყოფილებას დაუკავშირდა. როგორც სამსახურში ქრონიკას განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შიდა საქალაქო ტრანსპორტის არც ერთ კერძო კომპანიას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. .წყარო იუწყებოდა,რომ რუსთავში საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით, მგზავრობა არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემდეგ გაძვირდება, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.