საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა რუსთავში გზააბნეული ბაბუა შენიშნა. როგორც აღმოჩნდა, კახეთიდან რუსთავში მონატრებული შვილიშვილების სანახავად იყო ჩამოსული. პატრულ-ინსპექტორებმა, ოთარ სხილაძემ და სოსო გურგენიშვილმა მოხუცი დანიშნულების ადგილას, საყვარელ შვილიშვილებთან მიიყვანეს.