ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტებში საკადრო ცვლილებებთნ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. კითხვას, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით , თითქოსდა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები თანამდებობებს ტოვებენ შოთა რეხვიაშვილმა ასე უპასუხა:
” მეც ვადევნებ ამ ყველაფერს თვალს და არ არის ეს ჩემთვის უცხო, ბატონი ირაკლი ტაბაღუა ბრძანდებოდა საკონსულტაციო საბჭოზე, თქვენ აქ ალბათ ვერ იგრძენით , რომ რაღაც ისეთი განწყობა მქონდა ან მე ან მას, რომ სადმე წასვლას აპირებს და ვართ მუშა რეჟიმში და ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას.”
რაც შეეხება პაატა კილაძის მიერ რუსთავის მერის პირველი მოადგილის პოსტის დაკავების შესახებ მოსალოდნელ ცვლილებას გუბერნატორმა ასე უპასუხა.
“ვადასტურებ, რომ რუსთავის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა არის ვაკანტური, ბატონმა დავითმა დაწერა განთავისუფლებაზე მას აქვს გარკვეული პერსპექტივები, თავისი პირადი და დასაქმების კუთხით.ვაკანსია არსებობს, თუმცა გადაწყვეტილება არავისზე არ არის მიღებული. რაც შეეხება პაატა კილაძეს, ის იკავებს საკმაოდ მაღალ თანამდებობას შემოსავლების სამსახურში, მაგრამ ასეთი კონკრეტული მსჯელობები არ არის.”